"ერთპარტიული მმართველობა არის აშშ-შიც და იქ ტირანია არაა"
02/12/2021 16:22:17 პოლიტიკა
"ერთპარტიული მმართველობა არის აშშ-შიც და იქ ტირანია არაა" , – ასე ეხმიანება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატი ნიკოლოზ სამხარაძე ელჩ კელი დეგნანს დღევანდელ განცხადებას.
სამხარაძის თქმით, „საქართველოში ტირანიის რისკი არ არის იმიტომ, რომ ერთპარტიული მმართველობა არ ნიშნავს ტირანიის რისკს".
აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ სამწუხარო იქნება, თუ ყველა პარტიის მიერ შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებები არ მიიღება. მისი თქმით, „ერთი პარტია, რომელიც მართავს ყველაფერს, უმრავლესობის ტირანიის რისკს ქმნის“.


