Accentnews.ge
რას გეგმავს ოპოზიცია, თუ "ოცნება" საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაზე უარს განაცხადებს

რას გეგმავს ოპოზიცია, თუ "ოცნება" საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაზე უარს განაცხადებს

02/12/2021 18:01:33 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ თუ „ქართული ოცნება“ უახლოეს მომავალში არ მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ოპოზიცია „ადეკვატურ გადაწყვეტილებას“ მიიღებს.

„ეს [საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება] არის მიხეილ სააკაშვილის დახსნის ერთ-ერთი გზა. „ქართული ოცნება“ თუ ამ ცვლილებებს არ მიიღებს უახლოეს მომავალში, ჩვენ, ოპოზიცია მივიღებთ ადეკვატურ გადაწყვეტილებას. შეიქნება ახალი დამატებითი პლატფორმა, საიდანაც სხვა საპროტესტო მოძრაობაც დაიწყება. თუმცა ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან ერთად უნდა ვაიძულოთ "ოცნეება" ეს ცვლილებები მიიღოს“, – განაცხადა მელიამ "ტვ პირველის" ეთერში.

ცნობისთვის: 19 აპრილს შეთანხმება ითვალისწინებდა საარჩევნო რეფორმას, მათ შორის მომავალი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით გამართვას და შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბუნებრივი ან, მაქსიმუმ, 2%-იანი ბარიერის შემოღებას.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 30 ნოემბერს განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფორმირებას გულისხმობს, არ განიხილება. მისი განცხადებით, ცვლილებების დამტკიცება "სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებებზე იქნება დამოკიდებული".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S