ზუგდიდის საკრებულოს პირველი სხდომა ხმაურით დაიწყო
03/12/2021 08:23:53 პოლიტიკა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა ხმაურით დაიწყო. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ბათუმის საკრებულოს წევრის ნუგზარ ფუტკარაძის ფოტოები მიიტანეს, რომლის გარდაცვალებასაც ისინი მმართველი გუნდის მხრიდან ზეწოლას უკავშირებენ.
ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხს, რომელმაც სხდომა ახალი მოწვევის საკრებულოს უხუცეს დეპუტატთან ერთად გახსნა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა სიმბოლურად ხელბორკილი გადასცეს და უთხრეს, რომ არჩევნებზე ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხს აგებს.
ზუგდიდის საკრებულოში 22 მანდატი "ნაციონალურმა მოძრაობამ", 20 - "ქართულმა ოცნებამ", 3 პარტია "საქართველოსთვის" მოიპოვეს.


