“ნაციონალურმა მოძრაობამ” ზუგდიდის საკრებულოს სხდომა დატოვა
03/12/2021 09:42:52 პოლიტიკა
ზუგდიდის ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა “ნაციონალურმა მოძრაობამ” პროტესტის ნიშნად დატოვა.
ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე უნდა აერჩია თავმჯდომარე და მისი მოადგილეები. კანონმდებლობის თანახმად, თავმჯდომარეს მუნიციპალიტეტის საკრებულო სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს. ზუგდიდის საკრებულოში 45 დეპუტატია. ენმ-ს 22 წევრი ჰყავს, “ქართული ოცნებას” – 20, ხოლო გიორგი გახარიას პარტიას “საქართველოსთვის” 3 მანდატი. თუ გავითვალისწინებთ, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” სხდომა დატოვა, ხოლო პარტიამ “საქართველოსთვის” უარი განაცხადა კენჭისყრებში მონაწილეობაზე, საკრებულო დღევანდელ სხდომაზე, სავარაუდოდ, თავმჯდომარეს სავარაუდოდ ვერ აირჩევს.
დღეს 2021 წლის მოწვევის საკრებულოების პირველი სხდომები იმართება. “ნაციონალურმა მოძრაობამ” საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა თბილისშიც.


