Accentnews.ge
"არ მეწყინება, თუ გაისად კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი გაიზრდება"

"არ მეწყინება, თუ გაისად კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი გაიზრდება"

03/12/2021 10:10:53 პოლიტიკა

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, „არ ეწყინება“ თუ სამინისტროს ბიუჯეტს გაზრდიან. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენი ბიუჯეტი არ არის დიდი ამ პროგრამაში [კულტურის ხელშეწყობის], წელს იყო 11 მილიონი ლარი, მაგრამ მე ხმამაღლა ვამბობ, რომ საწუწუნო არაფერია. 11 მილიონ ლარად ძალიან ბევრი საქმის კეთება შეიძლება. თუმცა არც იმას დაგიმალავთ, არ მეწყინება, თუ გაისად ეს ბიუჯეტი გაიზრდება. თუმცა მუდმივად იმაზე წუწუნი, რომ კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი არის პატარა, ეს არ არის ჩემი სტილი. რაც არის იმითაც შეიძლება, ბევრი საქმის კეთება. წუწუნის რეჟიმიდან, რომელიც კულტურის მუშაკს სჩვევია, გადავიდეთ მოქმედებაზე“, – განაცხადა წულუკიანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S