Accentnews.ge
წულუკიანი „ლიტერას“ კეზერაშვილის პრემიად მოიხსენიებს

წულუკიანი „ლიტერას“ კეზერაშვილის პრემიად მოიხსენიებს

03/12/2021 10:21:40 პოლიტიკა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი თეა წულუკიანი პრემია „ლიტერას“ საქართველოს თავდაცვის ექს–მინისტრ დავით კეზერაშვილის პრემიად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ „ლიტერას“ სახელმწიფო აღარ ჩაატარებს და უწყება მის ნაცვლად სხვა კონკურსს დანერგავს.

მისი თქმით, სურდა, „ლიტერასთან“ დაკავშირებით სასამართლოსთვის მიემართა, თუმცა მინისტრის თქმით, ვერ მოიძიეს საკანონმდებლო აქტები, რომელიც დაადასტურდება, რომ კონკურსს სახელმწიფო ატარებდა:

„გვქონდა ლიტერატურული პრემია სახელად „ლიტერა“. ღიად გეუბნებით, რომ ამ პრემიას, რომელიც გახლდათ კეზერაშვილის პრემია, სამინისტრო უკან არ დაიბრუნებს. ჩვენ დავაფუძნებთ ახალ ლიტერატურულ პრემიას. ვაპირებდი სასამართლო დავის წამოწყებას, თუმცა, ეს ვერ გავაკეთეთ, რადგან აღმოჩნდა, რომ როდესაც ეს კონკურსი და პრემია დაფუძნდა, სახელმწიფო დონზე არ იყო არცერთი აქტი გამოცემული, რომელიც დაადასტურებდა, რომ ეს ნამდვილად სახელმწიფო კონკურსი და პრემიაა. შესაბამისად, როდესაც ეს კონკურსი და პრემია მიითვისა კერძო სტრუქტურამ, ჩვენ ვერ შევძელით სასამართლო დავის წამოწყება, ამიტომაც, ჩემი გადაწყვეტილებით, კეზერაშვილის პრემია დარჩება კეზერაშვილს, ჩვენ დავაფუძნებთ სხვა კონკურსს და მზად ვარ, კულტურის კომიტეტთან თანამშრომლობისთვის, რათა დავაფუძნოთ ისეთი კონკურსი და პრემია, რომელიც შეეხება პირუთვნელად ყველას".

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ სამინისტრო "ლიტერას" ჟიურიში საკუთარ წარმომადგენელს ნიშნავდა პროტესტის ნიშნად კონკურსის დატოვება დაიწყეს ლიტერატურული კონკურსის მონაწილეებმა. გარდა მწერლებისა, კონკურსი დატოვა ჟიურის ხუთი წევრიდან ოთხმა. ჟიურიში მხოლოდ კულტურის სამინისტროს მიერ დანიშნული იოსებ ჭუმბურიძე დარჩა. საბოლოოდ კი წლევანდელი „ლიტერა“ ჩაიშალა. „ლიტერა“ კულტურის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დააარსეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S