Accentnews.ge
ზუგდიდის საკრებულოს სხდომა ერთი კვირით გადაიდო

ზუგდიდის საკრებულოს სხდომა ერთი კვირით გადაიდო

03/12/2021 10:32:00 პოლიტიკა

ზუგდიდის საკრებულოს სხდომა ერთი კვირით, 10 დეკემბრის 12:00 საათამდე გადაიდო.

ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხის განხილვამდე მას შემდეგ შეწყდა, რაც “ნაციონალური მოძრაობის” და პარტია “საქართველოსთვის” წევრებმა სხდომა დატოვეს.

ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე უნდა აერჩია თავმჯდომარე და მისი მოადგილეები. კანონმდებლობის თანახმად, თავმჯდომარეს მუნიციპალიტეტის საკრებულო სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს. ზუგდიდის საკრებულოში 45 დეპუტატია. ენმ-ს 22 წევრი ჰყავს, “ქართული ოცნებას” – 20, ხოლო გიორგი გახარიას პარტიას “საქართველოსთვის” 3 მანდატი.

დღეს 2021 წლის მოწვევის საკრებულოების პირველი სხდომები იმართება. “ნაციონალურმა მოძრაობამ” და პარტიამ “საქართველოსთვის” საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს თბილისშიც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S