Accentnews.ge
წულუკიანი – ჩარკვიანს: "დრო თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ, რუსთაველზე გაშალოთ ლეიბი და წამოკოტრიალდეთ"

წულუკიანი – ჩარკვიანს: "დრო თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ, რუსთაველზე გაშალოთ ლეიბი და წამოკოტრიალდეთ"

03/12/2021 13:10:59 პოლიტიკა

"დრო თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ, რუსთაველზე გახვიდეთ, გაშალოთ ლეიბი და წამოკოტრიალდეთ", – ასე მიმართა საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა დეპუტატ თაკო ჩარკვიანს პარლამენტის სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფარგლებში მას უსმენენ.

წულუკიანი დეპუტატების შეკითხვებს პასუხობდა, რა დროსაც თაკო ჩარკვიანმა სხდომათა დარბაზიდან მინისტრს მის შეკითხვაზე პასუხის გაცემა სთხოვა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ ბევრი დრო არ ჰქონდა და პასუხის დროულად მირება სურდა. აღნიშნულის შემდეგ მინისტრმა დეპუტატს შემდეგი პასუხი გასცა:

„დრო თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ, რუსთაველზე გახვიდეთ, გაშალოთ ლეიბი და წამოკოტრიალდეთ. აბა, რისთვის გაქვთ დრო. თუ არ გცალიათ გპასუხობთ, გაშალეთ ლეიბი რუსთაველზე და წამოკოტრიალდით“.

მინისტრის განცხადების შემდეგ, თაკო ჩარკვიანმა სხდომათა დარბაზი დატოვა.

„სად წავიდა ქალბატონი ჩარკვიანი, წამოსაკოტრიალებლად? შემოვიდეს დარბაზში, სთხოვეთ დეპუტატს, რომ ჩემს პასუხებს დაელოდოს. კითხვის დასმა ყველას შეუძლია, თუმცა მანამდე ჯერ დროა. თხოვნაა, თორემ როგორ ვაკადრებ, რომ რამისკენ მოვუწოდო“, – აღნიშნა წულუკიანმა.

თაკო ჩარკვიანის კითხვა ოქროს ფონდის შესახებ დაწვრილებითი ანგარიშის წარდგენას შეეხებოდა:

"საყდრისი აღარ არსებობს! ჩემი თხოვნა, გინდაც მოთხოვნა, ვინაიდან საზოგადოება აღარ გენდობათ და ალბათ, ანგარიშვალდებულიც ხართ, ოქროს ფონდის შესახებ დაწვრილებით მოგვაწოდოთ ხოლმე ინფორმაცია არა მხოლოდ კულტურის კომიტეტს, ვინაიდან ვხედავთ, რომ ისინი როგორც ჩანს, თქვენს დაქვემდებარებაში არიან, არადა, პირიქით უნდა იყოს, უმაღლეს ორგანოს უნდა ექვემდებარებოდეს კულტურის მინისტრი, თორემ თქვენს დღევანდელ გამოსვლას ცოტა სხვაგვარად გააპროტესტებდნენ. ამიტომ მოგვაწოდეთ ხოლმე ზუსტი ანგარიში სად, როგორ განთავსდება და რა პირობებში, რა ელის საქართველოს თარიღს, ანუ ოქროს ფონდს, რომელიც პრაქტიკულად ჩვენი იდენტიფიცირების საშუალებას გვაძლევს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S