Accentnews.ge
ექიმი – სააკაშვილზე: "ზოგადი თერაპიული სტატუსი სტაბილურია, აქვს საერთო სისუსტე პერიოდულად"

ექიმი – სააკაშვილზე: "ზოგადი თერაპიული სტატუსი სტაბილურია, აქვს საერთო სისუსტე პერიოდულად"

03/12/2021 13:49:00 პოლიტიკა

სამთავრობო კონსილიუმის წევრებმა ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში მოინახულეს.

როგორც ექიმმა ნინო შარაშენიძემ განაცხადა, ყოფილ პრეზიდენტს პერიოდულად სისუსტე აქვს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"ზოგადი თერაპიული სტატუსი სტაბილურია, აქვს საერთო სისუსტე პერიოდულად, რომელიც განსაკუთრებით თვალშისაცემი ხდება ხოლმე მისი ემოციური ან ფიზიკური აქტივობის შემდეგ. გუშინ იყო არტერიული წნევის მომატების ეპიზოდიც, რომელიც ძალიან მალე დარეგულირდა. იღებს საკვებს ფიზიოლოგიურად, ეკუთვნის მას თავისი კვების რეჟიმი. გარკვეული ლაბორატორიული მაჩვენებლები ჯერ კიდევ საჭიროებს მედიკამენტოზურ ჩართულობას და იღებს ამ მედიკამენტებს", - აცხადებს შარაშენიძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S