"პარტიები შეთანხმდნენ საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობაზე, ეს არის სწორი ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის"
05/12/2021 15:47:42 პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის სწორი ნაბიჯია.
„პარტიები შეთანხმდნენ იმაზე, რომ საჭიროა ამ ტიპის საკონსტიტუციო ცვლილებები. ამაზე საუბარი ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო და ეს აისახა მარტის შეთანხმებაში, რომლის თანახმად, ბარიერი დაიწია. შესაბამისად, ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა დაბალი ბარიერით. შემდგომ კიდევ გაგრძელდა მოლაპარაკებები. პოლიტიკური ლიდერები შეთანხმდნენ, რომ, ეს არის ის, რაც სჭირდება საქართველოს ამ ეტაპზე და ეს არის სწორი ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, რაც უზრუნველყოფს, რომ მეტი პარტია, მრავალფეროვანი აზრი იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. ეს პასუხობს საქართველოს საუკეთესო ინტერესებს. ამას ადასტურებს ასევე ის ფაქტი, რომ პირველ მოსმენაზე ეს კონსტიტუციური ცვლილებები პარლამენტში გავიდა. ქართველი პოლიტიკური ლიდერები თანხმდებიან, რომ აუცილებელია ეს ცვლილებები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის“,-განაცხადა დეგნანმა.


