Accentnews.ge
"იმედგაცრუებულები ვართ, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი დაჩქარებით გაგრძელდა"

"იმედგაცრუებულები ვართ, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი დაჩქარებით გაგრძელდა"

05/12/2021 15:50:19 პოლიტიკა

აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, იმედგამაცრუებელია, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი გაგრძელდა, მიუხედავად შეთანხმებისა, რომ ეს არ მოხდებოდა სასამართლო რეფორმის გატარებამდე.

მისი განცხადებით, გაუგებარია, რა საჭირო იყო ამ პროცესის დაჩქარება:

"იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ ეს პროცესი გაგრძელდა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ბევრი სხვა პრიორიტეტი, რომელზეც პარლამენტმა უნდა იმუშაოს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არის 5 ვაკანტური პოზიცია არამოსამართლე წევრებისთვის, ეს პოზიციები თავისუფალია თვეების მანძილზე და რატომღაც, არავინ ჩქარობს მათ შევსებას მაშინ, როდესაც ისინი, საქართველოს კონსტიტუციით, წარმოადგენენ ხალხის აზრს სასამართლო სისტემაში. შესაბამისად, რთული ასახსნელია, რატომ დაჩქარდა მოსამართლეების დანიშვნის პროცესი, როცა იგივე ადამიანები პარლამენტში, მათ შორის, მმართველი პარტიის წევრები, შეთანხმდნენ, რომ საჭირო იყო სასამართლო სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმა".

ცნობისთვის: პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხ კანდიდატს მხარი დაუჭირა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაინიშნენ: ნინო სანდოძე, თეა ძიმისტარაშვილი, გენადი მაკარიძე და თამარ ოქროპირიძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S