საჯარო მოხელეებს ხელფასები 10%–ით გაეზრდებათ
06/12/2021 07:16:06 პოლიტიკა
მომავალ წელს საჯარო სექტორში ხელფასი დაახლოებით, 10%-ით გაიზრდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს არ იქნება ერთჯერადი ცვლილება. კერძოდ, ხელფასები მომდევნო წლებშიც გაიზრდება.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „პანდემიის მიუხედავად, არ მცირდება კაპიტალური დანახარჯები 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში“:
„არ მცირდება კაპიტალური დანახარჯები 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში. დაგეგმილი გვაქვს 5,9 მილიარდი ლარის ოდენობით, რაც ჯამში მშპ-ს 9,1 პროცენტს შეადგენს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ როგორც ჩვენი დაპირება იყო, მომდევნო წელს ბიუჯეტი ითვალისწინებს საჯარო სექტორში ხელფასების მატებას დაახლოებით 10%-ის ოდენობით და ეს იქნება მზარდი, ეს არ იქნება ერთჯერადი ცვლილება, არამედ მომდევნო წლებშიც გაიზრდება“.


