Accentnews.ge
"სადაც გინდა გადამიყვანეთ, მე უკვე ვიწვნიე წამება და არაადამიანური მოპყრობა, ვეღარ გამაკვირვებთ"

"სადაც გინდა გადამიყვანეთ, მე უკვე ვიწვნიე წამება და არაადამიანური მოპყრობა, ვეღარ გამაკვირვებთ"

06/12/2021 10:37:11 პოლიტიკა

ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მისი გორის სამხედრო საავდმყოფოდან რუსთავის საპყრობილეში გადაყვანის შესახებ ჭორებს ავრცელებს, რაც მისი და აქტივისტების დასაშანტაჟებლად კეთდება.

სააკაშილის თქმით, ენმ–ის ლიდერი ნიკა მელიაც ამიტომ დაიბარეს სუს-ში.

"ამ დღეებში სუს-ი აქტიურად ავრცელებს ჭორებს, რომ გორიდან ციხეში მაბრუნებენ, მიუხედავად იმისა, რომ ექიმები ამის კატეგორიული წინააღმდეგები არიან. ეს ყველაფერი კეთდება ჯერ ერთი, ჩემი და ჩვენი აქტივისტების დასაშანტაჟებლად და მეორე - ყურადღების გადასატანად და რეჟიმის მიერ ამოსუნთქვისთვის დროის მოსაგებად. ამასვე ემსახურება ნიკა მელიას სრულიად უკანონო და სასაცილო დაბარება სუს-ში. ნიკამ ძალიან სწორად და ღირსეულად უპასუხა. მე მინდა, ვუთხრა ივანიშვილს, სადაც გინდა გადამიყვანეთ - მე უკვე ვიწვნიე წამება და არაადამიანური მოპყრობა და უკვე ვერაფრით გამაკვირვებთ. უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე, ან თუ გონს მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე სანამ გვიან არაა, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია", – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S