საია: "ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა სახელმწიფოს 5 ივლისის ეფექტური გამოძიებისკენ მოუწოდა"
06/12/2021 11:26:15 პოლიტიკა
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა სახელმწიფოს 5 ივლისის საქმეებზე ეფექტიანი გამოძიების წარმოებისა და იდენტობის ჯგუფის საქმეების აღსასრულებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა, –ამის შესახებ ინფორმაციას "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია) ავრცელებს.
"კომიტეტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას 2021 წლის ივლისის მოვლენებთან („ღირსების მარში“) დაკავშირებით და მოუწოდებს ხელისუფლებას გამოავლინოს მტკიცე პოლიტიკური ნება სიძულვილის დანაშაულთან საბრძოლველად და შეკრების თავისუფლების დასაცავად მკაფიო ნულოვანი ტოლერანტობის გზავნილის უმაღლეს დონეზე გადაცემის გზით. კომიტეტი ხელისუფლებას მოუწოდებს, მიიღოს ყველა საჭირო ზომა ლგბტი თემისა და აქტივისტების მშვიდობიანი შეკრების უფლების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, უსაფრთხოების ადეკვატური დაცვის უზრუნველყოფის გზით და შედეგების შესახებ მოახდინოს კომიტეტის ინფორმირება", – ნათქვამია განცხადებაში.
2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ მიმართ აგრესიულად განწყობილი ჯგუფების წარმომადგენლებმა 55 ადამიანზე იძალადეს. მათ შორის 53 მედიის წარმომადგენელია. სამართალდამცავებმა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის და ძალადობის ბრალდებებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს 30-ზე მეტი პირი. ძალადობის ორგანიზებისთვის დღემდე არავინ დაუკავებიათ.


