Accentnews.ge
"რა უნდა ჩაწერილიყო სახელმძღვანელოში, რაც ეწერა მაგალითად იმ რეზოლუციაში, რომელსაც „ნაცმოძრაობამ“ მხარი დაუჭირა?"

"რა უნდა ჩაწერილიყო სახელმძღვანელოში, რაც ეწერა მაგალითად იმ რეზოლუციაში, რომელსაც „ნაცმოძრაობამ“ მხარი დაუჭირა?"

06/12/2021 12:02:11 პოლიტიკა

"როდესაც სახელმძღვანელოში ამოიკითხავ ფრაზას, რომ საკუთარ ტერიტორიაზე, საკუთარ რეგიონში შეყვანილი იქნა შეიარაღებული ძალები, ამას არ უნდა მისცე იმგვარი ინტერპრეტაცია, რაც გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ტელევიზიამ თუ სხვა საინფორმაციო საშუალებებმა, რომ თითქოს ომი საქართველომ დაიწყო", – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ამ ქვეყანაში, ვინც არ უნდა იყო, უნდა იყოს ერთი მარტივი დათქმა, რომ სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ არანაირი ნარატივის გატარება არ შეიძლება. როდესაც სახელმძღვანელოში ამოიკითხავ ფრაზას, რომ საკუთარ ტერიტიტორიაზე, საკუთარ რეგიონში შეყვანილ იქნა შეიარაღებული ძალები, ამას არ უნდა მისცე იმგვარი ინტერპრეტაცია, რაც გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ტელევიზიამ თუ სხვა საინფორმაციო საშუალებებმა, რომ თითქოს ომი საქართველომ დაიწყო. ეს არ უნდა დააბრალო საკუთარ ქვეყანას და ისე არ უნდა გამოაჩინო საზოგადოების თვალში, როგორც აწყობს რუსეთის ფედერაციას, ანუ ოკუპანტ სახელმწიფოს. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულების დროს, სამართალწარმოების დროს ყველა სიტყვას, განცხადებას შესაძლებლია მიეცეს ისეთი სახე, რაც დამაზიანებელი შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნისთვის, ეს რომელიმე ქართულმა მედიასაშუალებამ არ უნდა გააკეთოს. აქედან გამომდინარე, რა უნდა ჩაწერილიყო სახლემძღვანელოში, ამაზე მხოლოდ რიტორიკული კითხვა შეიძლება დაისვას - რაც ეწერა რეზოლუციაში, რომელსაც „ნაცმოძრაობამ“ მხარი დაუჭირა და რაც იყო ქვეყნის საწინააღმდეგი მოქმედება იქიდან გამომდინარე, რომ იქ ეწერა, თითქოს ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს საბრძოლო მქომედებები, რაც არის დადანაშაულება საკუთარი ქვეყნის და ჯარისკაცების იმაში, რაც მათ არ ჩაუდენიათ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S