მდინარაძე აშშ-ის ყოფილ ელჩს "ნაციონალური მოძრაობის" ლობიზმში ადანაშაულებს
06/12/2021 13:59:49 პოლიტიკა
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩს იან კელის "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" "ღია ლობიზმში" ადანაშაულებს.
"იან კელის განცხადებები ამ ბოლო დროს კიდევ უფრო რადიკალური და მწვავე ხდება და ეს ადამიანი ღია ლობიზმს უწევს ნაცმოძრაობას. არ მგონია ნაცმოძრაობის პოზიციის ასეთი აშკარა მხარდაჭერა, ასეთი უაპელაციო მხარდაჭერა, ამ ქვეყანაში თუნდაც ერთ ადამიანს, თუნდაც სუბიექტურად მოფიქრალს და მოაზროვნეს დაუტოვებს იმის ფიქრის საშუალებას, რომ ეს ადამიანი ერთ განცხადებას ან ერთ ფრაზას მაინც ობიექტურად აკეთებს", - ამბობს მდინარაძე.
იან კელიმ 5 ნოემბერს Twitter-ის მეშვეობით მიმართა ირაკლი კობახიძის განცხადებას: "შეეშვი კელი დეგნანის კვალიფიკაციისა და რეპუტაციის შელახვას. ამ ბრძოლას ყოველთვის წააგებ".
მანამდე კობახიძემ განაცხადა, რომ თავად კონსტიტუციორი სამართლის სპეციალისტია, ხოლო კელი დეგნანი არა. საპასუხოდ აშშ–ის ელჩმა აღნიშნა, რომ მას კონსტიტუციურ სამართალში გამოცდილება აქვს.


