Accentnews.ge
კალაძე – სააკაშვილზე: "განურჩევლად თანამდებობისა, ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი"

კალაძე – სააკაშვილზე: "განურჩევლად თანამდებობისა, ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი"

07/12/2021 14:54:55 პოლიტიკა

"განურჩევლად თანამდებობისა, ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი", – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ზვიად კუპრავას შეკითხვას ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თაობაზე.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის კონკრეტულ საქმეებზე გასამართლებული და იხდის სასჯელს:

"პირდაპირ ვიტყვი, არავის არ სიამოვნებს ადამიანის დაჭერა, დაკავება და საპატიმროში ყოფნა. ვინც არ უნდა იყოს ის, არ აქვს მნიშვნელობა. ადამიანურად, რა თქმა უნდა, ეს არ არის სასიამოვნო. მაგრამ, როდესაც შენ გაქვს ჩადენილი დანაშაული, როდესაც შენ შექმენი ის მმართველობა, ის ბოროტება, რომელიც იყო უმძიმესი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ თუ გვინდა, ვიცხოვროთ და ავაშენოთ სამართლიანი სახელმწიფო, განურჩევლად თანამდებობისა, ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი. მიხეილ სააკაშვილი არის კონკრეტულ საქმეებზე გასამართლებული და იხდის სასჯელს. [...] საკუთარი ექიმების მიერ დანიშნული წამლების მიღება თუ წამება ჰგონია ვინმეს, კითხეთ თქვენს ლიდერს მეგის ქარდავას და ზედმიწევნით აგიხსნით და გაჩვენებთ, რა იყო წამება. გვერდზე, რომ გიზით ბატონი ონიანი, ამას ჰკითხეთ წამება როგორი იყო და როგორ აწამებდნენ ადამიანებს. თქვენ ხართ კოლექტიური მეგის ქარდავები, ეს არის სამწუხარო რეალობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S