"გარევაჭრობასთან დაკავშირებით პირდაპირ ვიტყვი, რომ კანონი უნდა იქნეს აღსრულებული"
07/12/2021 15:05:17 პოლიტიკა
თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, გარევაჭრობასთან მიმართებით კანონი აღსრულდება. ამის შესახებ მან თბილისის საკრებულოში განაცხადა, სადაც მთავრობის დამტკიცების სხდომა მიმდინარეობს.
"ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ხშირად გვიწევს შეხსენება ამ ადამიანებისთვის, რომ კონკრეტულ სივრცეებში არაა დაშვებული გარე ვაჭრობა. დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა გამგეობებთან ერთად შეიმუშავა და გამოყო კონკრეტული ტერიტორიები, სადაც ამ ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, ყოველგვარი გადასახადების გარეშე დადგნენ და განახორციელონ პროდუქტების გაყიდვა. თუმცა ისეთი ადგილებზე, სადაც კანონის თვალსაზრისით ეს პრობლემას წარმოადგენს, რა თქმა უნდა, ყოველთვის მოჰყვება რეაგირება", - თქვა კალაძემ.
2 დღეა, მერია დელისის მეტროს მიმდებარედ გარემოვაჭრეებს ტერიტორიის დატოვებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაჯარიმებით ემუქრება.


