Accentnews.ge
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა

07/12/2021 18:30:43 პოლიტიკა

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა. საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერის კახა კალაძის მიერ წარდგენილ მერის მოადგილეების, სამსახურის ხელმძღვანელებისა და გამგებლების კანდიდატურებს მხარი დაუჭირეს.

დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისის ვიცე-მერი კვლავ ირაკლი ხმალაძე იქნება, ხოლო დედაქალაქის მერის მოადგილეების თანამდებობას ირაკლი ბენდელიანი, ილია ელოშვილი და ანდრია ბასილაია დაიკავებენ.

მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებს უხელმძღვანელებენ: თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი - ვლადიმერ ჭიღლაძე; გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი - გიგა გიგაშვილი; ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი - ვახტანგ ლომჯარია; თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი - კახაბერ გულედანი; ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი - გიორგი აბუთიძე; იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსი - სერგო ბირკაძე; კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი - ირაკლი გვილავა; საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი - გაიოზ თალაკვაძე; მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსი - გიორგი პაპავა; ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი - გელა ჩივიაშვილი; უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსი - ნიკოლოზ ჭონქაძე.

რაც შეეხება თბილისის რაიონების გამგებლებს, ჩუღურეთის რაიონს დავით უთმელიძე უხელმძღვანელებს, დიდუბის რაიონს – ვლადიმერ ძნელაძე, გლდანის რაიონს – ლევან ნაროუშვილი, ვაკის რაიონს – დავით კვინიკაძე, ისნის რაიონს – ნიკა ელისაშვილი, კრწანისის რაიონს – ბექა მიქაუტაძე, მთაწმინდის რაიონს - დავით კირკიტაძე, ნაძალადევის რაიონს - ირაკლი ანდღულაძე, საბურთალოს რაიონს - გაიოზ ვასაძე, სამგორის რაიონს – კახა სამხარაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S