Accentnews.ge
კალაძემ ენმ-ის წევრს მიმართა: "ქალბატონო ლილე, არაკორექტული შეკითხვა მაქვს - გვეკაიფებით?"

კალაძემ ენმ-ის წევრს მიმართა: "ქალბატონო ლილე, არაკორექტული შეკითხვა მაქვს - გვეკაიფებით?"

07/12/2021 18:17:21 პოლიტიკა

„ქალბატონო ლილე, ცოტა არაკორექტული შეკითხვა მაქვს - გვეკაიფებით?“, – ასე თბილისის მერმა კახა კალაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ლილე ლიპარტელიანს, რომელიც ამბობდა, რომ მისი პარტიის წევრებისგან სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევები არ ახსოვს.

„ყველაფერი, რაც კი შეიძლება მოიფიქროს ადამიანმა, ბოროტება, ცუდი, ყველაფერს კადრულობთ. საკუთარ თავზე გეტყვით, მთელი საარჩევნო კამპანია ჩავატარე ცივილურად, ევროპული საaრჩევნო კამპანია. ჩემი შვილების შეურაცხყოფა, ბანერებზე წითელი საღებავების შესხმა, მშობლების შეურაცხყოფა ეს იყო თქვენი კამპანიის ნაწილი, რასაც თქვენი ტელევიზიებით აკეთებდით“, – აღნიშნა კალაძემ.

მერის საპასუხოდ ლიპარტელიანმა შემდეგი განაცხადა:

„ბატონო კახი, სრულიად გულწრფელად გეუბნებით და თქვენი ლექსიკით გამოჩნდა ვინ ვის ეკაიფება და კარგი რა, ბატონო კახი, რა გჭირთ ტო".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S