"გამორიცხულია, "ნაცმოძრაობამ" არჩევნები მოგვიგოს, ჩვენ გვექნება მეტი შედეგი 2024-შიც და 2028-შიც"
07/12/2021 19:48:00 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დაბალი საარჩევნო ბარიერი ხელსაყრელი იქნება არა "პატარა პარტიებისთვის", არამედ ისევ "ნაციონალური მოძრაობისთვის". მისი თქმით, "ენმ–ის ხელისუფლებაში დაბრუნების ერთადერთი შანსია კოალიციური მთავრობის შექმნა პატარა პარტიებთან".
"ნაცმოძრაობას" არასდროს შეეძლება, რომ მოიგოს არჩევნები. გამორიცხულია, "ნაცმოძრაობამ" არჩევნები მოგვიგოს. ჩვენ გვექნება მეტი შედეგი 2024-შიც და 2028-შიც. "ნაცმოძრაობა" ჩვენ ვერ გვაჯობებს [...] ერთადერთი თეორიული შანსი, რომ ისინი მობრუნდნენ ხელისუფლებაში არის, რომ დაბალი იყოს ბარიერი, "ნაცმოძრაობასთან" ერთად ბარიერი გადალახონ მისმა პოტენციურმა სატელიტებმა, როგორიცაა "ლელო", "საქართველოსთვის", "ევროპული საქართველო" და ა.შ. და მათთან ერთად შექმნას კოალიცია", – განაცხადა კობახიძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში.


