„ჩვენი საზოგადოება დაკავებულია ვიწრო პოლიტიკური მნიშვნელობის აქციებით და ანგარიშსწორებით, ვიდრე იმით, რაც ევალება“

08-12-2021 15:07:07

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სავარაუდოდ, არ გეგმავს მის რეზიდენციასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებთან შეხვედრას, რომლებიც მისგან ექს–პრეზიდენტის შეწყალებას მოითხოვენ. მსგავსი დასკვნის საფუძველს იძლევა განცხადება, რომელიც სალომე ზურაბიშვილის სახელით პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რეალურად საზოგადოებას ქვეყნის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები უნდა აინტერესებდეს და არა „ვიწრო პოლიტიკური მნიშვნელობის“ აქციები და ერთმანეთთან „ანგარიშსწორება“:

"ვწუხვარ, რომ ჩვენი საზოგადოება ამ ბოლო დროს უფრო დაკავებულია ვიწრო პოლიტიკური მნიშვნელობის აქციებით და ერთმანეთთან ანგარიშსწორებით, ვიდრე იმით, რაც შეჰფერის, ჩემი აზრით, ევალება კიდევაც ჩვენს საზოგადოებას, დაინტერესდეს ქვეყნის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით, იქნება ეს ჩვენს ორ მეზობელს შორის კონფლიქტის შემდგომი მდგომარეობის განვითარება თუ უკრაინის საზღვარზე შექმნილი დღევანდელი ვითარება":

"ეს არის ის, რაც უნდა გვაინტერესებდეს, გვაღელვებდეს, რამეთუ ჩვენი და ჩვენი რეგიონის მშვიდობა და განვითარება ერთმანეთისგან განუყოფელია".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები