Accentnews.ge
ჩხოროწყუში “ოცნების” კანდიდატს ოპოზიციიდანაც მისცეს ხმა

ჩხოროწყუში “ოცნების” კანდიდატს ოპოზიციიდანაც მისცეს ხმა

09/12/2021 10:53:57 პოლიტიკა

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატმა ჯუმბერ იზორიამ იმაზე მეტი ხმა მიიღო, რამდენი წევრიც ჰყავს “ოცნებას”. ამასთან ოპოზიციის ერთი წევრის ბიულეტინი გაფუჭდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ხმა, ოპოზიციის კანდიდატმა ვერ მიიღო. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ "ოცნებამ" შეძლო და რომელიღაც ოპოზიციონერი მოისყიდა.

ჩხოროწყუს საკრებულო 27 წევრისგან შედგება. არჩევნების შედეგად 12 მანდატი “ქართულმა ოცნებამ” მიიღო, ხოლო ოპოზიციამ ჯამურად – 15.

თავმჯდომარის არჩევას 14 წევრის მხარდაჭერა სჭირდება. თავმჯდომარის არჩევის საკითხზე ხელახალი კენჭისყრა შესაძლოა, დღეს აღარ გაიმართოს. ენმ და ექს–პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის წევრები აცხადებენ, რომ განმეორებით კენჭისყრას არ დაესწრებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ კვორუმი ვერ შედგება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S