სააკაშვილი ტიკარაძეს მადლობას უხდის
09/12/2021 18:28:16 პოლიტიკა
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯანდაცვის მინისტრის ეხმიანება და ამბობს, რომ მას ბიძინა ივანიშვილმა განსხვავებული პოზიციის დაკავება არ აპატია.
ის ტიკარაძეს მადლობას უხდის.
"კოვიდის მართვის სრული ჩავარდნა აპატია ჯანდაცვის მინისტრ ტიკარაძეს [ბიძინა] ივანიშვილმა, მაგრამ არ აპატია ობიექტური სპეციალისტებით დაკომპლექტებული სახელმწიფო კომისიის შექმნა ჩემს საქმეზე. ის რომ მან უარი თქვა, რატის როლი მოერგო და ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ყოველგვარი ტყუილები ელაპარაკა, რასაც მას მთავრობა სთხოვდა.
მან შეუერთა თავისი ხმა ჩემი კლინიკაში გადაყვანის მსურველებს. კოვიდპასპორტები იყო ბოლო წვეთი. ახლაც კარგად აჩვენებს ყველაფერს, როგორ არ ადარდებს მთავრობას ადამიანების სიცოცხლე. მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ ტიკარაძეს, რომ ამ რთულ სიტუაციაში შეინარჩუნა ადამიანობა", - წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის: 9 დეკემბერს ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ტოვებს თანამდებობას.


