Accentnews.ge
ამერიკელი კონგრესმენი: "დადგება დღე, როდესაც საქართველოს ნატო–ს წევრად ვიხილავთ"

ამერიკელი კონგრესმენი: "დადგება დღე, როდესაც საქართველოს ნატო–ს წევრად ვიხილავთ"

10/12/2021 06:44:23 პოლიტიკა

"აშშ საქართველოს პარტნიორია. დადგება დღე, როდესაც საქართველოს ნატო–ს წევრად ვიხილავთ", - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა სტივ უომაკიმ ქართულ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე. მათ შორის – ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, ეროვნულ უსაფრთხოებაზე, უსაფრთხოებაზე აღმოსავლეთ ევროპაში და იმ საფრთხეებზე, რომელსაც რუსეთი ამ რეგიონში ქმნის. ყოველთვის გავიზიარებთ საქართველოს შეშფოთებას და მის გვერდით ვიქნებით. ქართველებს გავუგზავნით მესიჯს, რომ აშშ საქართველოს პარტნიორია. დადგება დღე, როდესაც საქართველოს ნატო–ს წევრად ვიხილავთ. მანამდე კი ჩვენ გვერდით დგომასა და მხარდაჭერას გავაგრძელებთ. გავაკეთებთ ყველაფერს, რაც კი შეგვიძლია, რომ რეგიონს დავეხმაროთ“, - განაცხადა კონგრესმენმა.

აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. ამჯერად მმართველი გუნდის წარმომადგენლები კონგრესმენებს შეხვდნენ. მათ სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები, ეკონომიკური ურთიერთობები და რუსეთის აგრესიული პოლიტიკა განიხილეს, რომელიც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს საფრთხეს უქმნის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S