Accentnews.ge
"ოლსონმა აღნიშნა, რომ მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები ვართ, ამიტომ მათ აქვთ უფლება წუხილები გამოთქვან, რომელსაც სრულიად ვიზიარებთ"

"ოლსონმა აღნიშნა, რომ მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები ვართ, ამიტომ მათ აქვთ უფლება წუხილები გამოთქვან, რომელსაც სრულიად ვიზიარებთ"

10/12/2021 07:51:44 პოლიტიკა

პარლამენტის თავმდჯომარე კახა კუჭავა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ევრაზიის საკითხებში ერიკა ოლსონის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ აშშ საქარველოს მეგობარი ქვეყანაა და მათ აქვთ უფლება მსგავსი წუხილი გამოთქვან.

„ერიკა ოლსონის განცხადებას თუ მოუსმენდით და არამხოლოდ ამ ამონაგლეჯს, ძალიან ბევრი პოზიტიური და მნიშვნელოვანი რამ იქნა გაჟღერებული ორი ქვეყნის ურთიერთობებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, იყო წუხილებიც, რომელიც კონკრეტულად ეხებოდა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ პოზიციებს, რომელიც ადრეც მოგვისმენია. ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ გავითვალისწინოთ და იქვე იქნა მისი მხრიდან აღნიშნული ზუსტად მეგობრები რომ ვართ და სტრატეგიული პარტნიორები, ამიტომ აქვთ მათ უფლება, რომ მსგავსი წუხილები გამოთქვან, რომელსაც სრულიად ვიზიარებთ და ერთადერთი, რაზეც მინდა, ყურადღება გავამახვილო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, საკმაოდ ამბიციური სამოქმედო გეგმა, რომელსაც ზუსტად ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად მომავალი წლიდან დავგეგმავთ და განვახორციელებთ“, -აღნიშნა კუჭავამ.

ცნობისათვის: ერიკა ოლსონმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს ძირი გამოუთხარა:

"ჩვენ გვაწუხებს ის, რომ მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ ამ პროცესს. მმართველმა პარტიამ პირობა დადო, რომ საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს განახორციელებდა. ჩვენ ძალიან გვსურს ვიხილოთ ამ პირობების შესრულების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S