Accentnews.ge
"უვადო "მწვანე პასპორტზე" ტიკარაძის პოზიცია იყო სამედიცინო სპექტრის, ვენდობი ექიმებს"

"უვადო "მწვანე პასპორტზე" ტიკარაძის პოზიცია იყო სამედიცინო სპექტრის, ვენდობი ექიმებს"

10/12/2021 08:00:45 პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა უვადო "მწვანე პასპორტებზე" საუბრისას ამბობს, რომ ენდობა ექიმების გადაწყვეტილებას. ამასთან, მისი თქმით, უკვე ყოფილი მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის უარყოფითი პოზიცია უვადო ბარათზე სამედიცინო სპექტრის აზრს ემთხვეოდა.

"მე, პარლამენტის თავმჯდომარე არ ვარ ექიმი, ამიტომ გამიჭირდევბა კომპეტენტური პასუხის გაცემა. როგორც ადრე ვამბობდი, ვემხრობი იმ ექსპერტებს, იმ ექიმებს, რომლებიც ამ მიმართულებით იღებენ გადაწყვეტილებას. ტიკარაძის პოზიცია იყო მთლიანად სამედიცინო სპექტრის პოზიცია. შესაბამისად, მე არ ვარ ექიმი და ვენდობი ექიმების გადაწყვეტილებას და ამ შემთხვევაშიც იქნება ჩემი პოზიციაც გაზიარებული", - განაცხადა კახა კუჭავამ.

3 დეკემბერს ეკატერინე ტიკარაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში საუბრისას თქვა, რომ "მწვანე პასპორტის" უვადოდ მინიჭების მომხრე არ იყო.

ტიკარაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა. მას ოფიციალური მიზეზი არ დაუსახელებია, თუმცა კულუარული ინფორმაციით, ეს შესაძლოა, უკავშირდებოდეს ჯანდაცვის გუნდის დაპირისპირებას პრემიერთან უვადო „მწვანე სტატუსის“ თაობაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S