Accentnews.ge
კალაძე– ტიკარაძეზე: "გამიჭირდება საუბარი რის გამო გადადგა, თუმცა მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ"

კალაძე– ტიკარაძეზე: "გამიჭირდება საუბარი რის გამო გადადგა, თუმცა მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ"

10/12/2021 08:06:13 პოლიტიკა

დედაქალაქის მერის კახა კალაძის გაცხადებით, მან ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილების შესახებ არ იცოდა.

მისი თქმით, გაუჭირდება საუბარი იმ მიზეზებზე, თუ რის გამო მიიღო ტიკარაძემ ეს გადაწყვეტილება, თუმცა მის გადაწყვეტილებას პატივს სცემს.

„გამიჭირდება საუბარი რის გამო გადადგა, თუმცა, მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. მინდა ეკას წარმატებები ვუსურვო. ის, რა თქმა უნდა, გუნდიდან არ მიდის. პარტიაში, პოლიტსაბჭოში გააგრძელებს მუშაობას. თუ ვინ იქნება მომავალი მინისტრი, დაველოდოთ და უახლოეს პერიოდში იქნება გადაწყვეტილი. როცა იქნება ცხადი და ცნობილი ვინ იქნება კანდიდატურა, საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება. მე არ ვიცოდი ამ გადაწყვეტილების შესახებ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S