Accentnews.ge
"პანდემიისას მთავრობის გადაწყვეტილებებმა ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა"

"პანდემიისას მთავრობის გადაწყვეტილებებმა ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა"

10/12/2021 08:57:07 პოლიტიკა

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 2021 წელს პანდემიასთან ბრძოლაში ხელისუფლების მიღებული გადაწყვეტილებები გააკრიტიკა. ომბუდსმენს მიაჩნია, რომ არაეფექტური იყო ვაქცინაციასთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანია და ზოგიერთი რეგულაცია.

მისი თქმით, კონკრეტული გადაწყვეტილებები არ ეყრდნობოდა მეცნიერულ მტკიცებულებებს და პოლიტიკური მოტივებით იყო განპირობებული, რისი მაგალითიც უვადო "მწვანე პასპროტების" შემოღებაა.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ არაეფექტური იყო ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანია. გარდა ამისა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად რეგულაციების შემოღების თუ მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილებები, უმეტესწილად, კონკრეტულ მეცნიერულ მტკიცებულებებს და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას არ ეფუძნებოდა. ამის საუკეთესო მაგალითია მუდმივი "მწვანე პასპორტების" შემოღება, გარკვეული პერიოდის განმავლობაში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმება და ასე შემდეგ, რაც ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ რეგულაციები წესდებოდა არა მეცნიერული ან სამედიცინო ან ეპიდემიოლოგიური გათვლებით, არამედ პოლიტიკური თუ სხვა მიზანშეწონილობის გათვალისწინებით“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S