Accentnews.ge
ნინო ლომჯარია მიხეილ სააკაშვილის მიმართ დარღვეული ადამიანის უფლებების თაობაზე საუბრობს

ნინო ლომჯარია მიხეილ სააკაშვილის მიმართ დარღვეული ადამიანის უფლებების თაობაზე საუბრობს

10/12/2021 09:10:11 პოლიტიკა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დარღვეული ადამიანის უფლებების თაობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ომბუდსმენის აპარატმა მესამე პრეზიდენტის მიმართ დარღვევად შეაფასა მისთვის სასამართლო პროცესებზე დასწრების შეზღუდვა და მისი ძალის გამოყენებით გადაყვანა რუსთავიდან გლდანის ციხეში.

"საქართველს სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევად შეაფასა ფაქტი, როდესაც მას პირველ სამ სასამართლო პროცესზე დაუსაბუთებელი არგუმენტით, ჩვენი აზრით, არ მიეცა სასამართლოზე დასწრების შესაძლებლობა. გარდა ამისა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით შესახლების ამსახველი კადრების გავრცელება წარმოადგენდა პატიმრის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას", – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S