Accentnews.ge
ლომჯარია: "არჩევნებისას პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გაათავისუფლეს და შეავიწროვეს 69 პირი"

ლომჯარია: "არჩევნებისას პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გაათავისუფლეს და შეავიწროვეს 69 პირი"

10/12/2021 09:18:20 პოლიტიკა

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, პრობლემური იყო 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც უკიდურესად პოლარიზებულ გარემოში გაიმართა.

სახალხო დამცველმა პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებისა და შევიწროვების ფაქტების გარდა, ისაუბრა ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის წევრებზე არჩევნებში კანდიდატურის მოხსნის მიზნით ზეწოლაზეც.

„სახალხო დამცველის ხელთ არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ დისკრიმინაციულად, პოლიტიკური შეხედულების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს და შეავიწროვეს 69 პირი, ხოლო 59 ოპოზიციონერი კანდიდატის მიმართ განხორციელდა სავარაუდო ზეწოლა და დაშინება მათი მხრიდან კანდიდატობაზე უარის თქმის მიზნით. რის შედეგადაც, რამდენიმე გამონაკლისის გარდა უმეტესმა მათგანმა აღნიშნული ზეწოლის შედეგად კანდიდატურა მოხსნა“, - განაცხადა ომბუდსმენმა.

სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ის იზიარებს ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებას, რომ ამომრჩეველთა სავარაუდო ზეწოლის ფაქტები და დამაშინებელი გარემო გავლენას მოახდენდა ამომრჩეველთა ნაწილის პოლიტიკური ნების თავისუფლად გამოვლენაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S