წითლიძე: "ზუგდიდის საკრებულოს "ქართული ოცნების" წევრი დეპუტატის მანდატს ტოვებს და ემიგრაციაში მიდის"
10/12/2021 12:07:53 პოლიტიკა
ზუგდიდის საკრებულოს "ქართული ოცნების" წევრი გუგა ლაგვილავა დეპუტატის მანდატს ტოვებს და ემიგრაციაში მიდის. ამის შესახებ ინფორმაციას ენმ–ის წევრი ანი წითლიძე ავრცელებს.
"საოცარი ამბავი საკრებულოს წევრობის დატოვება არ იქნებოდა რომ არა შემდეგი ფაქტორი. გუგა ლაგვილავა ქართული ოცნების ის სახეა ზუგდიდში ლამის სახე რომ დაკარგა. დღეს საკრებულო დატოვა და ემიგრაციაში აპირებს წასვლას რომ ფიზიკურად იმუშაოს და ოჯახი არჩინოს. ნეტავ რატომ? მთელი 9 წელია თავად გუგა გვიმტკიცებდა რომ ქართულმა ოცნებამ ეკონომიკური აღმავლობა და ყველაფერი საუკეთესო მოუტანა ამ ქვეყანას და განსაკუთრებით ზუგდიდს, რომ ავყვავდით, ავშენდით და ჩვენ კრიტიკულად განწყობილი ადამიანები უმადურები და დაუნახავები ვართ, რომ კორუფცია და ნეპოტიზმი მოისპო და ბედნიერები უნდა ვიყოთ. თუ საოცნებო საქართველოს აშენებთ მაშინ თქვენ თვითონ რატომ ტოვებთ ქვეყანას? ტენდერებისთვის და კორუფციული გარიგებებისთვის გუგა “high class” ვერ იყო და არავინ ჩასვამდა. ყველაზე საოცრება მაინც ის არის პოლიტიკურ დევნილად რომ აპირებენ ჩაბარებას. ასეთი სიტუაციაც გვქონდა გუბერნატორის ყოფილი მოადგილე ქართული ოცნებიდან პოლიტიკურ დევნილად ჩაბარდა ამერიკაში", წერს წითლიძე სოციალურ ქსელში.
ირაკლი ლაგვილავა წინა მოწვევის საკრებულოში ეკონომიკის და ურბანული განვითარების კომისიას ხელმძღვანელობდა. მან უკვე მიმართა წარმომადგენლობით ორგანოს უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით. მანდატის დატოვების მიზეზად იგი პირად მოტივს ასახელებს.
"ქართული ოცნების" პროპორციული სიის მიხედვით, ლაგვილავას ადგილმონაცვლე გიორგი კორტავაა.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის საკრებულოს სხდომა დღეს ისევ ჩაიშალა და თავმჯდომარე ვერც ამჯერად აირჩიეს.


