Accentnews.ge
კობახიძე – ენმ–ზე: "ჩამოთვალონ დანაშაულები, მერე მოინანიონ და თქვან, რომ ამის ჩამდენს არ ეკუთვნის პოლიტიკაში დარჩენა, როგორც კი ამას იტყვიან, მაშინვე შევრიგდებით"

კობახიძე – ენმ–ზე: "ჩამოთვალონ დანაშაულები, მერე მოინანიონ და თქვან, რომ ამის ჩამდენს არ ეკუთვნის პოლიტიკაში დარჩენა, როგორც კი ამას იტყვიან, მაშინვე შევრიგდებით"

10/12/2021 18:35:33 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საყოველთაო შერიგების შესახებ ინიციატივა მნიშვნელოვანია და აუცილებელი ქვეყნისთვის, თუმცა მას გარკვეული წინაპირობები აქვს.

"ამის წინაპირობა არის, პირველ რიგში, სინანული და მონანიება. საუბარია ჩადენილი დანაშაულების გამო სინანულზე და ამ დანაშაულების მონანიებაზე. მე ასე წარმომიდგენია შერიგება თუნდაც „ნაცმოძრაობასთან“მ რომ გამოდის მათი ლიდერი და ჩამოთვლის მის მიერ ჩადენილ დანაშაულს: ბიზნესის რეკეტი, რამდენ ადამიანს წაართვეს ქონება, რამდენი ადამიანი მოკლეს, მოსპეს სიცოცხლე, ზღვაში რომ აგდებდნენ, ფეხზე რომ აბამდნენ გირებს, ჩამოთვალონ ესენი. ასევე, გირგვლიანის საქმე, როგორ ჩააბარა ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის ფედერაციას. როგორ ხდებოდა ის, რომ 12-ჯერ მეტი ადამიანი კვდებოდა ციხეებში მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, როგორ ხდებოდა ადამიანების წამება, გაუპატიურება, არაადამიანური მოპყრობა. ჩამოთვალონ ეს დანაშაულები, მერე თქვან, რომ ისინი ინანიებენ და ამ დანაშაულების ჩამდენ პოლიტიკოსს და პოლიტიკურ პარტიას არ ეკუთვნის პოლიტიკაში დარჩენა. ამას როგორც კი იტყვიან მაშინვე შევრიგდებით. ალბათ, ქალბატონი სალომეც ამას გულისხმობდა, რა თქმა უნდა, ნაბიჯები უნდა გადაიდგას და უნდა მოვუწოდოთ კიდევ ერთხელ ამ პოლიტიკურ ძალას მოინანიოს მის მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები. არა მარტო მოინანიოს, შემდეგ თქვას, რომ ამ დანაშაულების ჩამდენი პოლიტიკური ძალის ადგილი პოლიტიკაში არ არის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას პოლარიზაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "ვალდებულებების შესრულება, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ისინი, არასაკმარისი და არასრულყოფილი იქნება, თუ არ ვიპოვით პოლარიზაციის, სიძულვილისა და დაყოფის დაძლევის გზას, რომლებმაც დაიპყრო ქვეყანა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S