ალასანია: "მიშას უკრაინაში დაბრუნებაზე ვკითხე და რისხვა მივიღე"
11/12/2021 14:00:31 პოლიტიკა
ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტი უკრაინაში დაბრუნების წინააღმდეგია.
ამის შესახებ ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში შვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს, მას აქვს თავისა და კუნთების ტკივილი, ასევე ნევროლოგიური სიმპტომები.
"ინტერესის გათვალისწინებით, გავბედე და ვკითხე უკრაინაში დაბრუნებაზე და მივიღე ისეთი რისხვა, ვინ გგონივარო. მე აქ რისთვის ჩამოვედი ჩემ ქვეყანაშიო, მოკლედ, ეს ძალიან არ მოეწონა ჩემგან. აქვს ხშირი თავის ტკივილები, ძილი თითქმის არ აქვს, კუნთების ტკივილი და ნევროლოგიური სიმპტომები აქვს. მე რაც დავინახე კიდე ის არის, რომ მაინც ურჩევია იწვეს",- განაცხადა ალასანიამ.


