Accentnews.ge
კოლომინა: "ჩვენ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგული ვრჩებით"

კოლომინა: "ჩვენ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგული ვრჩებით"

13/12/2021 05:40:47 პოლიტიკა

ნატო–ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა ეხმიანება რუსეთის მოთხოვნას, გაუქმდეს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება და აცხადებს, რომ ალიანსში ამ გადაწყვეტილების ერთგული რჩებიან.

"რუსეთს სურს, რომ საქართველოსა და უკრაინას საკუთარ მომავალთან დაკავშირებით არჩევანი უკრანახოს, როგორც ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა რიგაში თქვეს, ჩვენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული ვრჩებით", - წერს კოლომინა სოციალურ ქსელში.

იგი ავრცელებს პრეს-რელიზიდან ამონარიდს, რომლის თანახმად, შეკითხვაზე თუ რას ფიქრობს რუსეთის განცხადებაზე საქართველოსა და ნატო–ს უკრაინაში შესვლის გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით, ნატო–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი პასუხობს: "ყველა ერს აქვს უფლება აირჩიოს თავისი გზა, ჩვენ ვერ მივიღებთ რუსეთის მცდელობას ქონდეს გავლენები".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S