Accentnews.ge
პოლიციამ ბათუმის მერის კაბინეტიდან ოპოზიციის წევრები ძალის გამოყენებით გაიყვანა

პოლიციამ ბათუმის მერის კაბინეტიდან ოპოზიციის წევრები ძალის გამოყენებით გაიყვანა

13/12/2021 08:18:08 პოლიტიკა

პოლიციამ ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები მერის კაბინეტიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.

ოპოზიციის წევრები სწორედ არჩილ ჩიქოვანის კაბინეტში შეიკრიბნენ. მათ ადგილზე გოგოლის ქუჩაზე მშენებლობის ფოტოები მიიტანეს, თქვეს, რომ უკანონოა და მერისგან რეაგირება მოითხოვეს.

ოპოზიციონერები რეაგირებას ითხოვენ ბიზნესმენ მერაბ ფარტენაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, ბესო ცეცხლაძე იარაღით დაემუქრა.

არჩილ ჩიქოვანმა საკრებულოს ენმ–ის წევრს რეზო ხარაზს უთხრა, რომ ბესო ცეცხლაძესთან დაკავშირებული ინციდენტი გამოძიების საგანია.

"თქვენ შეიარაღებული ადამიანების მომხრე ხართ მერიაში?",- იკითხა რეზო ხარაზმა.

"გამოძიების პრეროგატივაში თქვენ, მე და ნებისმიერი ადამიანი...".- თქვა არჩილ ჩიქოვანმა.

ინციდენტი მათი მოკლეხნიანი ლაპარაკის შემდეგ დაიწყო. ჩიქოვანმა ოპოზიციონერების გაყვანა პოლიციას მოსთხოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S