Accentnews.ge
"კმაყოფილი ვარ იმ რეაქციით, რა რეაქციაც მოჰყვა რუსეთის განცხადებებს ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან"

"კმაყოფილი ვარ იმ რეაქციით, რა რეაქციაც მოჰყვა რუსეთის განცხადებებს ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან"

13/12/2021 09:40:26 პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის თქმით, კმაყოფილია იმ რეაქციით, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას მოჰყვა დასავლეთში. საუბარია განცხადებაზე, რომლის თანახმად, მოსკოვი ნატო-სგან მოითხოვს იურიდიულად უკან წაიღოს უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ დაპირება, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გაჟღერდა.

"რუსეთის მხრიდან განსაკუთრებით გამწვავდა ეს განცხადებები უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, თუმცა, ამავე დროს, ჩვენ ვიხილეთ ძალიან მკაფიო განცხადებები ჩვენი ევროპელი და ნატოელი პარტნიორების მხრიდან. ასევე, აშშ-ს უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან. თქვენ გუშინ იხილეთ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადება, რომელმაც მკაფიოდ განაცხადა, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები არ გადაიხედება. ეს ასეა! თუკი იმ შეთანხმებების, რომელიც არის დაფუძნებული საერთაშორისო ურთიერთობების ფუნდამენტურ პრინციპებზე გადახედვა მოხდა, მთლიანად ჩამოინგრევა საერთო, ევროპული, ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემა. ეს არის რასაც რუსეთის ფედერაცია ცდილობს და ამას უნდა დაუპირისპირდეს ჩვენი ნატოელი და ევროპელი პარტნიორების ერთიანი პოზიცია. მე კმაყოფილი ვარ იმ რეაქციით, რა რეაქციაც მოყვა იმ განცხადებებს ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან. ჩვენ მოვისმინეთ ასევე სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის განცხადება. ასევე, ნატოს გენერალური მდივნის განცხადება. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ნატო არის უნიკალური ორგანიზაცია, რომელიც პრინციპებზეა დაფუძნებული, რომელიც დაფუძნებულია წესდებებზე და მის წესდებაში პირდაპირ წერია, მე-10 პუნქტში, რომ ქვეყანა, რომელიც ნატო-ს კრიტერიუმებს ასრულებს და აქვს ნატო-ში ინტეგრაციის სურვილი, ის შეუერთდება ნატო-ს, მაშინ, როცა ეს კრიტერიუმები იქნება დაკმაყოფილებული და ნატო-ში შიგნით იქნება კონსენსუსი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ, მიუხედავად იმისა, რა განცხადებებიც არ უნდა გვესმოდეს, ის მწყობრი ნაბიჯები რაც გვაქვს, უნდა გავაგრძელოთ და ამან არ უნდა მოგვადუნოს. უნდა ვიყოთ მზად მომენტისთვის, როცა პოლიტიკური მომენტი დადგება. ისტორიაში ამის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S