Accentnews.ge
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი – რუსეთის მოთხოვნაზე, გაუქმდეს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება: "ჩვენ არ ვაპირებთ, ეს შანტაჟი მივიღოთ"

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი – რუსეთის მოთხოვნაზე, გაუქმდეს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება: "ჩვენ არ ვაპირებთ, ეს შანტაჟი მივიღოთ"

13/12/2021 12:02:05 პოლიტიკა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, რუსეთის მოთხოვნა ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ მისთვის სიურპრიზი არ ყოფილა.

"მე არ გამკვირვებია რუსეთის მოთხოვნა ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. ჩემთვის მათი ეს ქმედება არ იყო სიურპრიზი, რადგან რუსეთის სტრატეგიული ბერკეტია განაცხადონ, თუ არ მოხდება ისე როგორც მათ სურთ, მაშინ იქნება ომი. ჩვენ არ ვაპირებთ, ეს შანტაჟი მივიღოთ. სტრატეგიული და უსაფრთხოების არქიტექტურა საქართველოს და უკრაინის საკითხის მიმართულებით, არა ნატო-მ, შეერთებულმა შტატებმა ან ევროპამ, არამედ თავად ამ ქვეყნების მოსახლეობამ უნდა აირჩიოს. პატივი უნდა ვცეთ მათ არჩევანს. რაც შეეხება უპრეცენდენტო პასუხს აქ ვგულისხმობთ სანქციებს, როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა სანქციები ფართო მასშტაბით იქნება. როცა საუბარია ნატო-ს მომავალზე, ყველა ეს საკითხი ბრიუსელში უნდა განიხილებოდეს. რაც შეეხება მოახლოებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს, ვფიქრობ ახლა შესაძლებლობა გვეძლევა შევთავაზოთ გაზრდილი დახმარება იმ ქვეყნებს ვისთვისაც რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს . ევროკავშირს ბევრი ინსტრუმენტის გამოყენების საშუალება აქვს", - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S