Accentnews.ge
სააკაშვილი მზადაა, შეხვედრა გაიმართოს, მათ შორის საპატრიარქოში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და გორის ჰოსპიტალში

სააკაშვილი მზადაა, შეხვედრა გაიმართოს, მათ შორის საპატრიარქოში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და გორის ჰოსპიტალში

13/12/2021 12:33:52 პოლიტიკა

ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ დროულად უნდა განხორციელდეს ყველა ის ინიციატივა, რომელიც პოლიტიკური ოპონენტების საყოველთაო შერიგების შესახებ გაჟღერდა. ამის შესახებ ენმ–ის წევრმა ეკა ხერხეულიძემ განაცხადა.

"მისი პირობები ყველასთვის ცნობილია. იგი არის პატიმრობაში, არ აქვს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა, მან არ იცის როგორ უნდა მოგვარდეს ეს ტექნიკური დეტალები, თუ ეს მოგვარდება მის გარეშე, ცხადია, მას სადაც სთხოვენ შეხვედრას, არანაირი წინაპირობა არ აქვს, გარდა მზაობისა. გამოთქვამს თანამშრომლობის სურვილს ნებისმიერ გარემოში, ეს იქნება საპატრიარქო, ეს იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ეს იქნება გორის ჰოსპიტალი, ნებისმისიერი ლოკაცია, ოღონდ დასრულდეს ეს დაპირისპირება, ის მტრობა, რაც დღეს ქვეყანაშია და დაპირისპირებული მხარეები დაჯდნენ სასაუბროდ", – განაცხადა ხერხეულიძემ გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, რომელიც პოლიტიკური ოპონენტების საყოველთაო შერიგებას ეხება, გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. მან ზურაბიშვილსა და მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს გორის ჰოსპიტალში შეხვედრა შესთავაზა. გუშინ მარგველაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში შემდეგი განაცხადა: "მგონია, რომ სამი პრეზიდენტის შეხვედრა ძალიან ადეკვატური ტაქტიკაა".

"ახლავე მოგიყვებით ყველაფერს", - ასე უპასუხა დღეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამი პრეზიდენტის შეხვედრის შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას.

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ "შერიგებისთვის ეკლესიაში უნდა შევიკრიბოთ"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S