"მივესალმები გიორგი მარგველაშვილის მიერ დიალოგის მხარდაჭერას"
13/12/2021 12:48:36 პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხელი სააკაშვილი მიესალმება ექს–პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ პოლიტიკური ოპონენტების საყოველთაო შერიგების თაობაზე დიალოგის მხარდაჭერას.
"მივესალმები გიორგი მარგველაშვილის მიერ დიალოგის მხარდაჭერას, მით უმეტეს, რომ სამმხრივი შეხვედრის იდეა მისგან მოდიოდა. ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეუძლია, შეხვდეს საზოგადოების ფართო წრეებს, მოისმინოს მათი აზრი. იმედია, ყველაზე პატარა ჯგუფებსაც კი შეხვდება და როგორც თვითონ ისაუბრა ინკლუზიურ პროცესებზე, ეს პრაქტიკულად განხორციელდება. ამის პარალელურად, საზოგადოებამ უნდა მოახდინოს ინტენსიფიკაცია საპროტესტო აქტიურობის, რაც წარმოადგენს ინსტრუმენტს ჩართულობისთვის და ყველას დაფიქრებისთვის", – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, რომელიც პოლიტიკური ოპონენტების საყოველთაო შერიგებას ეხება, გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. მან ზურაბიშვილსა და მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს გორის ჰოსპიტალში შეხვედრა შესთავაზა. გუშინ მარგველაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში შემდეგი განაცხადა: "მგონია, რომ სამი პრეზიდენტის შეხვედრა ძალიან ადეკვატური ტაქტიკაა".
"ახლავე მოგიყვებით ყველაფერს", - ასე უპასუხა დღეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამი პრეზიდენტის შეხვედრის შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას.


