ალასანია – სააკაშვილზე: „ფიქრობს, რომ საპატრიარქოს ჩართვა ძალიან კარგი იქნება“
13/12/2021 17:45:42 პოლიტიკა
გორის სამხედრო ჰოსპიტალში შვილთან – მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გიული ალასანიამ უპასუხა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა შერიგების შესახებ ინციატივაზე მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსების პოზიციას.
შეკითხვაზე, რა პოზიცია აქვს მიხეილ სააკაშვილს ეპისკოპოსების განცხადებაზე, გიული ალასანიამ უპასუხა: „ფიქრობს, რომ საპატრიარქოს ჩართვა იქნება ძალიან კარგი“.
ბოდბელი მთავარეპისკოპოსის იაკობის თქმით, „თუ არა ეკლესიაში, შანსი არ არის ჩვენი შერიგების. ეკლესიაში შერიგება იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთის ღირსებას გავუფრთხილდებით, დღეს არ ვუფრთხილდებით ერთმანეთის ღირსებას..."
ეს საკითხი აქტუალური კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა, რაც 10 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, "საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ".


