Accentnews.ge
„სანამ მიხეილ სააკაშვილი ტყვეობაშია, სამოქალაქო ერთობასა და შერიგებაზე საუბარი  აზრდაკარგულია“

„სანამ მიხეილ სააკაშვილი ტყვეობაშია, სამოქალაქო ერთობასა და შერიგებაზე საუბარი  აზრდაკარგულია“

13/12/2021 18:51:06 პოლიტიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ეროვნული შერიგების საკითხზე დაწყებულ დისკუსიას ეხმიანება და აცხადებს, რომ სააკაშვილის გათავისუფლებამდე აზრს მოკლებულია შერიგებაზე საუბარი.

„ახლა მობილიზაცია მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია, ახლა რომ ჩვენი საპროტესტო ხმა კიდევ და კიდევ უფრო ხმამაღლად ისმოდეს. 21 დეკემბერს ყველას გელოდებით 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე და ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილი არის ტყვეობაში, საუბარი სამოქალაქო ერთობასა და შერიგებაზე, რბილად რომ ვთქვათ, იქნება უბრალოდ აზრდაკარგული“, - განაცხადა მელიამ.

საკითხი აქტუალური კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა, რაც 10 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, "საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ".

საქართველოში პოლიტიკურ მხარეებს შორის საყოველთაო შერიგებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც სექტემბრის ბოლოს საქართველოში დაბრუნდა საქართველოს სასამართლოების მიერ ორჯერ გასამართლებული ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ის სამართალდამცავებმა დააკავეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S