ტიკარაძე –მის შემცვლელზე: "კანდიდატი იქნება ღირსეული"
14/12/2021 07:50:04 პოლიტიკა
ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე ტიკარაძე მიიჩნევს, რომ მის შემცვლელად ნებისმიერ შემთხვევაში ღირსეული კანდიდატი დასახელდება.
"გარკვეული კონსულტაციები მიმდინარეობს, ნებისმიერ შემთხვევაში ვთვლი, რომ კანდიდატი იქნება ღირსეული, მნიშვნელოვანია, რომ მისი მხრიდანაც გადადგმული იყოს მშვიდი, დაბალანსებული და თანმიმდევრული ნაბიჯები. არჩილ თალაკვაძე ხშირად ესწრება ჯანდაცვის სხვადასხვა ღონისძიებებს, ვინაიდან მისი ბექგრაუნდი არის სწორედ ჯანდაცვასთან დაკავშირებული, ასევე, მას ჰქონდა გარკვეული გამოცდილება, როდესაც ის პენიტენციურ სამსახურში მუშაობდა C ჰეპატიტთან ურთიერთობის, აქედან გამომდინარე, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, თუმცა ამ ეტაპისთვის მე თქვენ ვერაფერს ვერ დაგიდასტურებთ", -განაცხადა ტიკარაძემ.


