Accentnews.ge
"კატეგორიულად არ მომწონს სულელური სიტყვა შერიგება, შემოიტანოს ხელისუფლებამ შსეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებები და ოპოზიცია პარლამენტში იმ წუთასვე დაბრუნდება"

"კატეგორიულად არ მომწონს სულელური სიტყვა შერიგება, შემოიტანოს ხელისუფლებამ შსეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებები და ოპოზიცია პარლამენტში იმ წუთასვე დაბრუნდება"

14/12/2021 08:04:27 პოლიტიკა

"კატეგორიულად არ მომწონს სულელური სიტყვა", – ამის შესახებ დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შემოიტანოს ხელისუფლებამ საკონსტიტუციო ცვლილებები ზუსტად ისე, როგორც შეთანხმებული იყო შარლ მიშელის დოკუმენტით და ოპოზიცია პარლამენტში იმ წუთასვე დაბრუნდება.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი პოზიცია საქართველოს მოქალაქეების სულ მცირე 90 პროცენტის მოსაზრებას ემთხვევა. კატეგორიულად არ მომწონს, სულელური სიტყვა – შერიგება. გეგონება, ქვიშის ორმოში ბავშვები თამაშობენ, ფორმები ვერ გაიყვეს, ერთმანეთს დასცხეს და ახლა დედებმა უნდა შეარიგონ. რა შერიგება, რის შერიგება? – მარტივია, ჩვენ ცხოვრება უნდა დავიწყოთ კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, წერტილი. თუ ცხოვრებას კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად დავიწყებთ, ყველაფერი გასაგები იქნება. ასე მთელი სახელმწიფო არ ცხოვრობს. ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ზუსტად ხელისუფლებას აქვს. რა თქმა უნდა, ოპოზიციასაც. შარლ მიშელის დოკუმენტი აიღეთ და ნახავთ. ისეთი კარგია დამოუკიდებელ დეპუტატად ყოფნა, როცა პარტიული მესიჯბოქსი კისერზე აღარ გაწევს და შეგიძლია, სიმართლეზე სიმართლე ილაპარაკო. შემოიტანონ საკონსტიტუციო ცვლილებები ზუსტად ისე, როგორც შეთანხმებული იყო შარლ მიშელის დოკუმენტით და ოპოზიცია პარლამენტში იმ წუთასვე დაბრუნდება. ამას ოქსფორდის განათლება რად უნდა?“, – განაცხადა, პირველ არხთან" საუბრისას გრიგოლ ვაშაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S