ზარქუა – "ნაციონალურ მოძრაობას“: "მოსახლეობა უნდა შემოირიგოთ, ჩვენ ისედაც მოგიტევებთ და შეგინდობთ"
14/12/2021 09:51:59 პოლიტიკა
"მოსახლეობა უნდა შემოირიგოთ, ჩვენ ისედაც მოგიტევებთ და შეგინდობთ", – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ "ნაციონალურ მოძრაობას“.
მან პლენარულ სხდომაზე შერიგების იდეაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „რადიკალური ოპოზიცია“, პირველი რიგში, ხალხს უნდა შეურიგდეს:
"თუ შერიგება გინდათ და ეს ფარსი არ არის, რაც ჩემი კოლეგების მხრიდან ითქვა, კეთილი ინებეთ და ჯერ მოსახლეობას მუხადეთ ბოდიში, იქ მოინანიეთ, იქ დაიმსახურეთ პატივი და ამის შემდეგ შეგვიძლია უკვე ვილაპარაკოთ ნორმალურ განვითარებაზე, თორე ჩვენ ეხლა შესარიგებელი... აქ სხედხართ, მიუხედავად იმისა, რომ თვეების განმავლობაში იძახით არ შემოვალთო, რადიკალურ ოპოზიციას მივმართავ, ეხლა აქ სხედხართ. რვავე არჩევნები წააგეთ, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მოსახლეობას უნდა ელაპარაკოთ, ისინი უნდა შემოირიგოთ და ჩვენ ისედაც აგერ მოგიტევებთ კი ბატონო და შეგინდობთ".


