Accentnews.ge
"საქართველო გახდა მოდელი მსოფლიოსთვის „ცე“ ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის განხორციელებით, ეს არის აშშ-საქართველოს ძლიერი პარტნიორობის შესანიშნავი მაგალითი"

"საქართველო გახდა მოდელი მსოფლიოსთვის „ცე“ ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის განხორციელებით, ეს არის აშშ-საქართველოს ძლიერი პარტნიორობის შესანიშნავი მაგალითი"

14/12/2021 09:56:57 პოლიტიკა

საქართველო გახდა მოდელი მსოფლიოსთვის „ცე“ ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის განხორციელებით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

„აშშ და ჩვენი დაავადებების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ძალიან ვამაყობთ იმ პარტნიორობით, რომელიც გვაქვს საქართველოს მთავრობასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან გასული წლების განმავლობაში, რომ მოხდეს მომაკვდინებელი დაავადების აღმოფხვრა, რომლისგანაც 150 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე იტანჯებოდა. განკურნების მაჩვენებელი არის 98 % იმ მოქალაქეებში, რომლებიც მკურნალობდნენ ამ პროგრამით. ეს არის უზარმაზარი წარმატება. საქართველო გახდა მოდელი მსოფლიოსთვის „ცე“ ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის განხორციელებით. ეს არის აშშ-ს და საქართველოს შორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორში ძლიერი პარტნიორობის შესანიშნავი მაგალითი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S