Accentnews.ge
"ტიკარაძე პოლიტსაბჭოს წევრად დარჩება, აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის არის"

"ტიკარაძე პოლიტსაბჭოს წევრად დარჩება, აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის არის"

14/12/2021 10:04:34 პოლიტიკა

ეკატერინე ტიკარაძე პოლიტსაბჭოს წევრად დარჩება, რაც პირდაპირ იმის საწინააღმდეგოდ მეტყველებს, რომ რაიმე ტიპის მწვავე დაპირისპირება იყო, აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კითხვაზე, რა საკითხებთან დაკავშირებით არსებობდა განსხვავებული მოსაზრებები, კობახიძემ ჟურნალისტები ჯანდაცვის ექს–მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან გადაამისამართა.

"ეკატერინე ტიკარაძემ თავად გააკეთა განმარტება და ჩვენ უნდა გავყვეთ იმ განმარტებას რაც გააკეთა. ის არის პოლიტსაბჭოს წევრი და პოლიტსაბჭოს წევრად დარჩება. დაპირისპირება რომ ყოფილიყო, ის სავარაუდოდ, არ დარჩებოდა პოლიტსაბჭოში, მაგრამ ის რჩება გუნდის წევრად, რჩება პოლიტსაბჭოში, რაც პირდაპირ იმის საწინააღმდეგოდ მეტყველებს, რომ რაიმე ტიპის მწვავე დაპირისპირება იყო. აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის არის, თუ რაიმეს განმარტება სურს მინისტრს, ის თავად განმარტავს", - განაცხადა კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S