Accentnews.ge
"როცა ირაკლი კობახიძე საკუთარი განცხადებით ფაქტობრივად უარს ამბობს შესაძლო პოლიტიკურ დიალოგზე, ამით დარტყმის ქვეშ აყენებს ქვეყნის დასავლურ მომავალს"

"როცა ირაკლი კობახიძე საკუთარი განცხადებით ფაქტობრივად უარს ამბობს შესაძლო პოლიტიკურ დიალოგზე, ამით დარტყმის ქვეშ აყენებს ქვეყნის დასავლურ მომავალს"

14/12/2021 11:14:31 პოლიტიკა

დეპუტატი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საკუთარი განცხადებებით დარტყმის ქვეშ აყენებენ ჩვენი ქვეყნის დასავლურ მომავალს.

"მე ვფიქრობ, შემთხვევითი არ არის, რომ პრეზიდენტმა იდეა ეროვნულ შერიგებაზე დიალოგის დაწყებაზე წამოაყენა ძალიან მაღალი ინტერესის საერთაშორისო ფორუმზე, მთავარ სტრატეგიულ მოკავშირესთან საუბრისას. დღეს ყველას ესმის, რომ იმ ფონზე, როცა რუსეთი უკიდურესად აგრესიულად ესხმის თავს ჩვენს ქვეყანას, დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება საფრთხის წინაშე დააყენებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, რაც ეხება ჩვენი მომავლის უზრუნველყოფას დასავლეთში ინტეგრაციის გზით. ამიტომ ირაკლი კობახიძე როცა საკუთარი განცხადებით დღეს ფაქტობრივად უარს ამბობს შესაძლო პოლიტიკურ დიალოგზე, რომელმაც შეიძლება ქვეყანას დააძლევინოს ძალიან დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ის და მმართველი გუნდი რეალურად დარტყმის ქვეშ აყენებენ ჩვენი ქვეყნის დასავლურ მომავალს ამ გადაწყვეტილებით", - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისათვის: "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ეროვნული თანხმობის პოლიტიკას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ "ნაციონალური მოძრაობა" თავს დამნაშავედ გამოაცხადებს და პოლიტიკიდან წავა.

მისი თქმით, “ქართული ოცნება“ მზადაა, პრეზიდენტს გაჰყვეს ყველაფერში, რაც დაკავშირებულია ვითარების გაუმჯობესებასთან.

“უნდა ვნახოთ, რამდენად შეიძლება ეს რეალისტური იყოს“, - დასძინა კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S