Accentnews.ge
„ლელომ“ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე პარლამენტში რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრირა

„ლელომ“ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე პარლამენტში რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრირა

14/12/2021 14:21:54 პოლიტიკა

„ლელომ“ პარლამენტში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრირა. ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე საქართველოს პარლამენტისგან სათანადო პასუხს მოითხოვს.

„ის თავხედური თავდასხმა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე, რაც რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში მოვისმინეთ, მოითხოვს არაერთაზროვან პასუხს საქართველოს პარლამენტისგან, როგორც ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი მთავარი პოლიტიკური ორგანოსგან. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ შეთანხმების რაღაც სივრცეზე, იმ სივრცეზე, სადაც შეიძლება რომ ამ კიბის მარცხნივ და მარჯვნივ მსხდომმა ადამიანებმა ერთად დაუჭირონ რამეს მხარი, სწორედ ასეთი ინიციატივაა რეზოლუციის ის პროექტი, რომელსაც გთავაზობთ“, – განაცხადა სამადაშვილმა და დასძინა, რომ თუ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დევნა გაგრძელდება, საქართველოს ნატო-ს წევრის სტატუსის მიღების არანაირი შანსი ექნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S