Accentnews.ge
"პოლიტიკური ჩარევის აღქმაც კი არყევს საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი"

"პოლიტიკური ჩარევის აღქმაც კი არყევს საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი"

14/12/2021 14:35:40 პოლიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, "პოლიტიკური ჩარევის აღქმაც კი არყევს საზოგადოების ნდობას მარლმსაჯულების სისტემისადმი".

დეგნანი იმედოვნებს, რომ სასამართლო ნებისმიერი მოქალაქის მიმართ მიუკერძოებელი იქნება.

მისი თქმით, აშშ მზად არის საქართველოს მხარი დაუჭიროს სასამართლო სისტემის გაძლიერებაში.

„პოლიტიკური ჩარევის და პოლიტიკური გასამართლების აღქმაც კი არყევს საზოგადოების ნდობას მარლმსაჯულების სისტემისადმი ზოგადად და ცხადია, კონკრეტული საქმეების შედეგების ნდობაზეც. მე იმედი მაქვს, რომ ნებისმიერ საქმეზე კანონი გამოყენებული იქნება თანაბრად და მიუკერძოებლად ყველა მოქალაქის მიმართ, განურჩევლად მათი პოლიტიკური აფილიაციისა ან ბიზნესთან ასოცირებისა. ბევრი ერთგული მოსამართლე მუშაობს სისტემაში, რათა დაიცვას კანონის სამართლიანობა და მიუკერძოებლობა. აშშ მართლმსაჯულების სისტემის ამ წარმომადგენლებს დიდი სიამოვნებით უჭერს მხარს, ისევე როგორც ზოგადად ძალისხმევას, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა იყოს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი", – განაცხადა კელი დეგნანმა.

როგორც მან აღნიშნა, რეფორმების გაგრძელება აუცილებელია, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ მოქალაქეები ენდობოდნენ მართლმსაჯულების სისტემას:

"რეფორმების გაგრძელება აუცილებელია, რათა მართლმსაჯულების რეფორმა განმტკიცდეს და უზრუნველყოფილი იყოს, რომ მოქალაქეები ენდობოდნენ მართლმსაჯულების სისტემას, ჰქონდეთ დროული, პროფესიონალური და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების ადმინისტრირება. ამისკენ მივისწრაფით ყველა და გულწრფელად მაქვს იმედი, რომ რეფორმები მალე გატარდება“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S